ძვირფასო, როგორც ჩანს პროფესიული გადაწვის მსხვერპლი ხარ

ინფორმაცია და რჩევები როგორ დავძლიოთ თქვენი და თქვენი გუნდის პროფესიული გადაწვის პრობლემა.

ჩვენ ვიწყებთ ჩვენს #antiburnout (#პროფესიულიგადაწვისსაწინააღმდეგო) სექციას პროფესიული გადაწვის და მასთან გამკლავების შესახებ სტატიით. დავესწარით პროფესიული გადაწვის ექსპერტის იოლანტა ციჰანოვიჩას ტრენინგს და გვიხარია რომ შეგვიძლია გაგიზიაროთ მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა და კომენტარი.

Read in English

Читать по-русски

 

ორშაბათ დილას სამსახურში მოდიხართ და უკვე ფიქრობთ მომდევნო უქმეებზე, თუმცა თითქოს გიყვართ თქვენი საქმე. გეჩვენებათ რომ არაფრის დრო არ გრჩებათ და გიწევთ ბევრ პასუხისმგებლობასთან და ვალდებულებასთან გამკლავება და გგონიათ რომ ამას ტირილის გარეშე ვერ შეძლებთ. თქვენს გარშემო არავინ იცის როგორ დაგეხმაროთ. თქვენც კი არ გესმით რაშია პრობლემა; უბრალოდ ყველაფერი წესრიგში არაა. ძვირფასო, უბრალოდ პროფესიული გადაწვის მსხვერპლი ხართ. ეს კატასტროფა არაა; ეს ემართება ძალიან ბევრ ადამიანს მცირე და დიდი მასშტაბებით. და ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ; განსაკუთრებით თუ თქვენ უკვე გააცნობიერეთ ის და გინდათ საკუთარ თავს დაეხმაროთ.

მისმინე

მისმინე, შენ ძალიან მაგარი ხარ! ის ფაქტი რომ ახლა ძალიან გიჭირს არ ნიშნავს რომ რაღაცას ცუდად ან არაპროფესიონალურად აკეთებ. შენ შენი სამსახურის ერთგული ხარ და ისინი ვისთვისაც მუშაობ, ძალიან მადლობლები არიან შენი! მაგრამ ახლა, გთხოვ, საკუთარ თავს მიეცი საშუალება რომ შენს თავზე იზრუნო!

რა არის ეს და რატომ დამემართა მე?

პროფესიული გადაწვა არის ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვის მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ემოციურად რთულ სიტუაციებში გრძელვადიანი ჩართულობა ან ისეთ საქმიანობაზე საკუთარი თავის მიძღვნა რომელიც ვერ ამართლებს შენს მოლოდინებს და არ შეესაბამება შენს მიერ გაღებულ ძალისხმევას.

პროფესიული გადაწვა დგება როცა უფრო მეტს გასცემ ვიდრე იღებ, როცა აღარაფერი გრჩება დასაწვავი, როცა ყველა რესურსი გამოყენებულია და აღარ ხდება გადატვირთვა.

გაურკვეველი სიტუაციები და კონტროლის ნაკლებობა ზრდის პროფესიული გადაწვის შანსებს. ის საკმაოდ გამოხატულია აქტივობაში და კონკრეტული აქტივობა შესაძლოა გაგრძელდეს წლები მაგრამ გაურკვეველია როდის მოგვარდება პრობლემა ან როდის მოვა კონკრეტული წარმატება. გაზომვადი და სწრაფი შედეგები არ ჩანს და გეჩვენებათ, რომ თქვენი საქმე და თქვენ მშფოთვარე ზღვაში მხოლოდ წვეთები ხართ.

ამას გარდა, დღეს თითქმის ყველა ადამიანი მისი ტემპერამენტის და სოციალური აქტივობების მიუხედავად ზოგჯერ ან ხშირად თავს გრძნობს მარტოსულად. გლობალური მარტოობის ეს გრძნობა შეიძლება არსებობდეს მაშინც კი როცა ფეისბუკზე უამრავი მეგობარი გყავთ და ყოველთვის არსებობენ ადამიანები ვისთან ერთადაც კინოში წახვალ მაგრამ აქ არ არსებობს გაგება, თქვენი იდეების გაზიარება, მხარდაჭერა, სიმპათია ან თქვენ ვერ გრძნობთ მათ.

იოლანტა ციჰანოვიჩა ამას ადარებს 50 კილოგრამიან ტვირთს. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ეს ტვირთი ყოველთვის თქვენთანაა. ამიტომაცაა რომ დასვენების და მეგობრების მოწვევის, სასეირნოდ ან კლუბში წასვლის ყველა ერთჯერადი მეთოდი ნაკლებად მუშაობს - ძალიან ძნელია იცეკვო ასეთი ტვირთით.

 

იოლანტა ციჰანოვიჩა კლინიკური ფსიქოლოგია; ის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციული ტრენერი და კონსულტანტი, უფლებადამცველი აქტივისტია ლატვია/დიდი ბრიტანეთიდან. ის არის პროფესიული გადაწვის პრევენციის და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტი. მის კოლეგებთან ერთად იოლანტამ დააარსა ლგბტ ორგანიზაცია მოზაიკა და HIV/AIDs პოზიტიური ადამიანების ცენტრი ლატვიაში.

 

საჭირო სტრესი

იოლანტას თქმით სტრესი ნორმალური მდგომარეობაა. სტრესი არის ჩვენი ცნობიერება და საშუალება რომ გადავრჩეთ გარესამყაროში; ამდენად არსებობს სტრესის გარკვეული დონე. რომელიც კომფორტულია ჩვენთვის. სტრესული სიტუაციები იწვევს ადრენალინის გამოყოფას. როდესაც ჩვენ ვცდილობთ მისი მცირე რაოდენობა მივიღოთ ყავის დალევით, ვინმესთან კამათით ან წამლების მიღებით.


პროფესიული გადაწვის ასპექტები

იოლანტა ციჰანოვიჩა გამოყოფს პროფესიული გადაწვის ექვს ასპექტს. განგრძობითი ხასიათის სტრესული მდგომარეობის შედეგად შესაძლოა შეეჯახოს ერთი ან რამდენიმე ასპექტი და მიგვიყვანოს დისკომფორტამდე, რომლის გამომწვევ მიზეზსაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ.

იოლანტა ამ ასპეტებს ადარებს მგლებს და გვირჩევს გამოვკვებოთ ისინი ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საკმარისი ყურადღება მივაქციოთ მათ, იმგვარად თითქოს ისინი არიან თქვენი შინაური ცხოველები და არა მშიერი გარეული ცხოველების ხროვა.

1) სხეული

პროფესიული გადაწვის სიმპტომები - უძილობა, თავისტკივილი, ტკივილი სხეულში

ალბათ ბევრჯერ გსმენიათ რამდენად მნიშვნელოვანია კარგი გამოძინება, საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა, სწორად სუნთქვა და სეირნობა. მაპატიეთ მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი რომ დაიწყოთ სხეულზე ზრუნვა. თუმცა ჩვენ გვაქვს რაღაც მოულოდნელი ამბავი: ყოველდღე არაფრის კეთების 5 წუთი! ნამდვილად, საერთოდ არაფრის! შეგიძლიათ დაჯდეთ, ან დადგეთ მაგრამ მეტი არაფერი. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ ისუნთქოთ! თუ ხელში ტელეფონი გეჭირებათ ესე იგი ეს დავალება არ შეასრულეთ სწორად. სცადეთ ამის გაკეთება ყოველდღე.

2) ემოციები

პროფესიული გადაწვის სიმპტომები - აპათია, ცინიზმი, პესიმიზმი, ცუდი განწყობა.

ემოციები ჩნდება როცა ცხოვრებისეული მოვლენები გადიან თქვენს გონებრივ რუკას. გონებრივი რუკით ამ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით ჩვენი რწმენის, ღირებულებების, საჭიროების და ინტერესების სირთულეს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ აღვიქვავთ და ვაფასებთ მოვლენებს და რამდენად მნიშვნელოვნები ჩანან ისინი ჩვენთვის. ამდენად, ერთისთვის უმნიშვნელო მოვლენა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს სხვისთვის. შესაბამისად, ემოციური რეაქციებიც განსხვავდება. იოლანტა ამტკიცებს რომ ჩვენ ყველანი ვართ ცხოვრებით ტრავმირებულები. ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელსაც არ ჰქონია ნეგატიური სიტუაციები ცხოვრებაში რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ გონებრივ რუკაზე.

სცადე ჩამოწერო იმ 10 საგნის სია, რომლებიც დაგეხმარნენ უკეთ გეგრძნო თავი და სცადე რამე გააკეთო მათგან. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ რამ - თქვენი ჰობი, პატარა სიხარულები, ხალხთან ან ბუნებასთან კონტაქტი. სიაში არსებული საგნები უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს:

  • დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე (გამოვრიცხოთ მათი შესრულების ნებისმიერი დამოკიდებულება გარე ფაქტორებთან)

  • არის რეალისტური (ჯობია დავწეროთ „დედამიწის ორბიტის გარშემო მოგზაურობა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ კოსმოსური ხომალდი)

  • იყოს მრავალფეროვანი („შეამოწმე მოწონებები ინსტაგრამზე,“ „შეამოწმე თაიმლაინი ფეისბუკზე“, „ნახე რა დატვიტეს“ არაა საუკეთესო კომბინაცია ამ სიისთვის).

 

სხვათა შორის, როგორც ჩანს ყველა მგელს შია ერთდროულად და გაურკვეველია ვის უნდა ვაჭამოთ პირველს, ჯობია დავიწყოთ სხეულით და ემოციებით.

 

3) ფიქრი

პროფესიული გადაწვის სიმპტომებია - გულგრილობა ან პიროვნული მიღწევებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ფორმალურობა.

ზოგადად საზოგადოებაში და ბევრი ადამიანისთვის არსებობს „კარგი ადამიანის“ კრიტერიუმები. „კარგი დედის შვილი არასდროს ტირის,“ „კარგი პროფესიონალი არასდროს სცდება,“ „კარგ აქტივისტს არასდროს სძინავს.“ ეს ჩვენი შინაგანი ხმა, რომელიც ამ ფრაზებს ჩაგვძახის ხშირად აუფასურებს ჩვენს წვლილსა და მიღწევებს: „კაი, კარგად შეასრულე საქმე მაგრამ 10-დან მხოლოდ 8 ქულა გეკუთვნის.“

სცადეთ ჰკითხოთ ამ შინაგან კრიტიკოსს შემდეგი: სინამდვილეში ვინ ლაპარაკობს ჩემში? დედაჩემი, ბებიაჩემი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი თუ აბსტრაქტული საზოგადოება? და რატომ აკეთებენ ამას?

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებობს რაღაც რასაც კოგნიტურ რესტრუქტურიზაციას ეძახიან. ეს ხდება მაშინ როდესაც საკუთარი ფიქრების და დარდების ორომტრიალში ვპოულობთ რაღაც კონსტრუქციულს და ვცდილობთ რამე მოვუხერხოთ. შენი ფიქრები ფიქრებია და არა ფაქტები. გახსოვს მენტალური რუკა და თითოეული ადამიანის მიერ სამყაროს განსხვავებული აღქმა? ის, რაშიც შენი შინაგანი ხმა 8 ქულას გიწერს,  ყველამ შესაძლოა შეაფასოს როგორც საუკეთესო ვისაც ამასთან შეხება ჰქონია. თუ შენს ემოციურ გამოცდილებებს არ მიიღებ როგორც დადგენილ ფაქტებს, უფრო გაგიადვილდება სტრესთან გამკლავება.

მაგარი რჩევა იოლანტასგან:

  • შენს თავს მიეცი მოქმედების თავისუფლება! მაგალითად რასაც ფიქრობ არის ძიების შეცდომა ან პირიქით ექსპერიმენტი.

  • დღევანდელი შენი თავი შეადარე საკუთარ თავს ერთი კვირის და არა ერთი წლის წინ. ჩვენ ვცხოვრობთ აწმყოში და მომავალში; წარსული უკვე წავიდა და შენ უკვე ძალიან განსხვავდები იმისგან ვინც იყავი ერთი, ორი ან ათი წლის წინ;

  • იფიქრე ხასიათის თვისებების და ქცევის იმ პოზიტიურ ასპექტებზე რომელიც ტრადიციულად უარყოფითად ითვლება. მაგალითად: „მე ემოციური ვარ“ შესაძლოა შევცვალოთ შემდეგი ფრაზით: „მე კარგად ვიცი ჩემი საზღვრები და გამოვხატავ ემოციებს;“ „შურიანი ვარ“ შევცვალოთ „მე ვამჩნევ სხვა ადამიანების მიღწევებს.“ ყველაფრის მერე, ეს თვისებები ნამდვილად შენი სიძლიერეა. გამოიყენე ისინი! ინტერესისთვის, შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი ძლიერი და სასიამოვნო მხარეები, მერე იმ ადამიანის ვინც მოგწონთ და მერე იმის ვინც არ მოგწონთ. თქვენ ნახავთ როგორ აღწერთ მსგავს ფაქტებს სხვადასხვაგვარად, მაგალითად „მიზანდასახულობა“ ერთ შემთხვევაში და „სიჯიუტე“ მეორეში.

4) კომპეტენციები

პროფესიული გადაწვის სიმპტომები - სწავლის და განვითარების სურვილის არქონა; დავალებების შესასრულებლად დროის მწვავე ნაკლებობა

ბევრი რამის, მათ შორის განვითარებული კომპეტენციების აღქმის გასაღები დევს დაგეგმარებაში. როდესაც ბევრი საქმეა და არ გაქვს მათ შესასრულებლად დრო, და როცა ამას ემატება პასუხისმგებლობა და შეუსრულებელი დავალებების/სიზარმაცის/საქმის გადადების დანაშაულის გრძნობა, შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები რამე გააკეთოთ.

ეცადეთ შეაფასოთ რეალურად რამდენი დრო სჭირდება თქვენი სამუშაოს შესრულებას. არ იფიქროთ იდეალურ სიტუაციაში რამდენი ხანი დაგჭირდებათ ან რამდენი გინდათ რომ თქვენ დახარჯოთ მათ შესრულებაზე, არამედ რამდენად სწრაფად (ან ნელა) შესაძლებელია მათი შესრულება რეალურ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო არა იმიტომ რომ საკმარისი უნარები არ გაგაჩნიათ. თქვენ ძალიან სწორად იქცევით რომ შესასრულებელი სამუშაოს სიას აკეთებთ მთელი დღის/კვირის/თვისთვის, მაგრამ თითოეული მათგანის შესასრულებლად საჭირო რეალური დრო იწვევს თქვენს კრახს.

როდესაც ვსაუბრობთ თქვენი გუნდისთვის კომპეტენციების მგლების დაპურებაზე, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ წამახალისებელ/მადლიერ ლიდერობას -  ეს არის ის მიდგომა რომელიც ეხმარება თქვენი გუნდის წევრებს გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებით და პროფესიული პოტენციალი.

დამფასებელი ლიდერობა ემყარება 5 პრინციპს:

  • გამოკითხვა - კითხვები დაუსვით თქვენს კოლეგებს რას ფიქრობენ ახალ რჩევებზე, წარმატებების რა ისტორიების გაზიარება შეუძლიათ. კითხვები და ადამიანების პასუხების მოსმენის გულწრფელი სურვილი ხალხს აძლევს რწმენას რომ ისინი საჭიროები და მნიშვნელოვნები არიან.

  • ჩართულობა - ეს არის შესაძლებლობა აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ჩაერთონ სხვადასხვა სამუშაო პროცესში და მიიღონ ინფორმაცია;

  • ჩართულობა და ღიაობა შეიქმნას მეგობრული ატმოსფერო, რომელშიც ნებისმიერს სურს დაბრუნება;

  • შთაგონება - ეს შეიძლება იყოს დიდი წარმატების ისტორია ან დღე როცა თქვენ ყველა მოივლით გაკაშკაშებულ ოფისს. ზოგადად, ეს არის დიდი და პატარა სიხარულები და პოზიტიური მაგალითები რომლებიც ამაღლებენ ყველას განწყობას და აძლევენ ენერგიას ნაყოფიერი მუშაობისთვის;

  • განათება - ადამიანებში და სიტუაციებში საუკეთესო მომენტების იდენტიფიცირება, რასაც შეუძლია საუკეთესო შედეგის მოტანა. ეს ეხმარება ადამიანებს დაინახონ საკუთარი და სხვების ძლიერი მხარეები, აძლევს თავდაჯერებულობას რისკებზე წასვლის დროს. ინტეგრაცია - საერთო ხედვის შექმნა, ერთიანობის შეგრძნება ეხმარება ადამიანებს შეასრულონ სამუშაოს საკუთარი ნაწილი საერთო დადებითი შედეგის მისაღებად.

5) ურთიერთობები

პროფესიული გადაწვის სიმპტომები - დახმარების ნაკლებობის შეგრძნება, ახლობლებთან დაშორება, სოციალური იზოლაცია.

ნებისმიერი ურთიერთობა ეფუძნება რაღაც საერთოს: მიზანს, საქმიანობას, ინტერესს. თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია და გჭირდებათ შექმნათ ან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ვინმესთან, ეცადეთ მასთან ერთად ყოფნის მიზეზები. თქვენს მოწინააღმდეგეებთანაც კი შეგიძლიათ იქონიოთ ეფექტიანი კომუნიკაცია იმის მიხედვით რამდენად ხედავთ მათ ინტერესს საერთო იდეების განხორციელებაში.

კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში: რა ითქვა, როგორ გაკეთდა და როდის. როგორც წესი, ყველაზე კრიტიკული მოთხოვნაზეც კი შეგიძლიათ მეგობრული კომენტარი გააკეთოთ. მაგალითად, იმის ნაცვლად რომ თქვათ „როგორც ყოველთვის ვადა გაუშვი!“ შეგიძლიათ თქვათ „როგორ დაგეხმარო რომ დროულად შეასრულო დავალება?“ რა თქმა უნდა, ამას მაშინ აქვს აზრი როცა თქვენ გაინტერესებთ შედეგი და არა მოთხოვნების წაყენება.

6) მნიშვნელობა

პროფესიული გადაწვის სიმპტომები - შენი საქმიანობის მნიშვნელობის დაკარგვა.

როდესაც დიდი ხანი ხარ ჩართული იმ საქმეში რომელსაც წარმატება არ მოაქვს ან დიდი ძალისხმევა მიაქვს, მოსალოდნელია რომ დაკარგო პასუხი კითხვაზე საერთოდ რისთვის აკეთებ ამას.

პროფესიული გადაწვის საწინააღმდეგოდ მარტივი ხერხია შეამჩნიო შენი მიღწევები და ის რაც სიამოვნებას განიჭებს შენს საქმეში ყოველ კვირას. შეგიძლია ჩამოწერო ისინი და ზოგჯერ გადაიკითხო. რთულ მომენტებშიც კი ის შეგახსენებთ რომ არსებობს კარგი მხარეებიც შენს საქმიანობაში და რომ რაღაცას უკეთ აკეთებ.

იოლანტა ციჰანოვიჩას მიხედვით, მნიშვნელობის „გამოსაკვებად“ კარგი ხერხია, რომელსაც გამოიყენებთ როგორც თქვენთვის ასევე თქვენი გუნდისთვის, ნარატიული მიდგომა. ეს ნიშნავს იმ ადამიანების ისტორიების მოგროვება რომლებისთვისაც რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა შენი ან შენი ორგანიზაციის/გუნდის დახმარებით.

ზოგადად, იოლანტა თვლის რომ აბსოლუტურად ნორმალურია რომ ჩვენი ღირებულებები და მოტივაციები მცირედ (ან საფუძვლიანად) იცვლება დროთა განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობამაც შეიძლება განიცადოს ტრანსფორმაცია. იოლანტას რჩევაა ერთმანეთს გავუზიაროთ როგორ შევიცვალეთ და როგორ შეგვეცვალა დამოკიდებულება ჩვენი საქმისადმი.

არსებობს კიდევ ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა შეინარჩუნო მოტივაცია შენს სამუშაო ჯგუფში. ძალიან კარგია აცნობო ადამიანებს, რომლებიც სცენის მიღმა რჩებიან - ადმინისტრატორები, ბუღალტრები, მოხალისეები და სხვა - თქვენი გუნდის მუშაობის შედეგები, სიხარულები რომლის გაზიარებაც შეგიძლია და რითაც ხელახლა დაიმუხტებით.


ვინაიდან ეს სტატია უკვე წაიკითხეთ, დროა შეარჩიოთ ამ 10 პუნქტიანი სიიდან რამე, რაც გაგამხნევებთ. დიახ, აი ახლავე გააკეთეთ, დანარჩენი ყველაფერი მოიცდის!

ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო ინფორმაციის მოგროვებას, გავესაუბრებით ექსპერტებს და დავწერთ როგორ გავბრწყინდეთ, მაგრამ არ გადავიწვათ და თქვენი და თქვენი თანაგუნდელების ცხოვრება უფრო სასიამოვნო და ემოციურად უსაფრთხო გავხადოთ. ამ თემაზე არსებული ყველა სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ თეგის ქვეშ #antiburnout.

translation Nino Tlashadze

Author:

Women Platform

Tags:
<< Previous article

Mid-May digest

Next article >>

Monthly digest: May 2019

Subscribe to the newsletter!

Stay updated with the latest articles, news and stories.